2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 7 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. ფლაი დუბაი, ვინგს ოფ ლებანონ, ანდა ეარი, სმოლ პლანეტ ეარლაინს, ნორდავია, ნორდსტარ ეარლაინს და სევერსტალ ფრენებს დუბაიდან, ბეირუთიდან, ვარშავიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანქტ პეტერბურგიდან იწყებს. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჯამში ბათუმის მიმართულებით 22 ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელორუსიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც.
სიახლეა რეგიონში ახალი განთავსების ობიექტების გახსნის მხრივაც. აჭარას ოთხი ახალი სასტუმრო - სქაი თაუერი, ვინთემი, "ირე პალასი" და "ბლექ სიი ჰოსტელი" შეემატა. შესაბამისად, აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილების რაოდენობა 18 950-მდე გაიზარდა.