ყველაზე დიდი იარაღი განათლება და ცოდნაა, რომელიც ყველას უნდა ვაჩვენოთ - ალექსანდრე ჯეჯელავა - Palitra News

ყველაზე დიდი იარაღი განათლება და ცოდნაა, რომელიც ყველას უნდა ვაჩვენოთ - ალექსანდრე ჯეჯელავა

2017-05-26 13:26:46+04:00

ყველაზე დიდი იარაღი განათლება და ცოდნაა, რომელიც ყველას უნდა ვაჩვენოთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

ჯეჯელავას განცხადებით, 26 მაისის დღესასწაული სხვა დღესასწაულებს შორის უმთავრესია, რადგან ქართველ ხალხს თავისუფლებაზე მეტად არაფერი უყვარს. მისივე განცხადებით, ყველაზე დიდი გამოწვევა დამოუკიდებლობის ისტორიაში იყო საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბება, რომ თავისუფლება გამხდარიყო უმთავრესი. ალექსანდრე ჯეჯელავამ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო დამოუკიდებლობას გაერთიანებული აღნიშნავს.