უკვე არსებობს 3D პრინტერი, რომელსაც თიხისგან ნებიმიერი საგნის დამზადება შეუძლია. როგორც ამბობენ, მისი გამოყენება ყველას შეუძლია,ისევე როგორც პროფესიონალ მოქნადაკეს, ასევე მოყვარულ ხელოვანს. საკმარისია დანადგარში მოათავსოთ თიხის მასა , აპლკაციიდან ამოარჩიოთ სასურველი მოდელი და პრინტერი დანარჩენ საქმეს თქვენს მაგივრად გააკეთებს. იდეის ავტორების თქმით, მისი გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ ჭიკა, ლარნაკი, თასი , სხვადასხვა სახის სკულპტურა ან ნიმუში. თიხის 3D პრინტერის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სხვა ტრადიციული პრინტერებისგან განსხვავებით, თიხა ეკოლოგიურად სუფთაა და მისი მრავალჯერ გამოყენება და გადამუშავება შეიძლება. იედის ავტორების თქმით, პრინტერის ClayXYZ მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გააცოცხლოთ ტქვენი ფანტაზია და შექმნათ ისევე როგორც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე ხელოვნების ნიმუშები.