პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საკონსტიტუციო პროექტის საყოველთა-საჯარო განხილვისას სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. დარბაზში მყოფი გარკვეული ჯგუფი კობახიძის მცდელობას, საუბარი დაეწყო, სტვენითა და შეძახილებით შეხვდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაპირველად ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახს მიუსამძიმრა და დარბაზს მოუწოდა, რომ მათი ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ, ამის შემდეგ კი, როცა კობახიძემ გამოსვლის გაგრძელება სცადა, მას სიტყვა შეძახილებით გააწყვეტინეს. როგორც კობახიძემ განაცხადა, სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი ადამიანი არ აძლევს საშუალებას დარბაზში მყოფ 2 500 კაცს, რომ კონსტიტუცია განიხილოს.