პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მისი ქალიშვილის სამოქალაქო აქტიურობა მოსწონს და არ აპირებს ხელი შეუშალოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაისვა იმას, რომ მისი ქალიშვილი ნებისმიერ მსგავს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს."ანა არის ძალიან აქტიური მოქალაქე. მე ეს მომწონს. პირველ რიგში, არასოდეს არ ვაკადრებ მის თავისუფლებას, ვუთხრა, რომ ან ეს გააკეთე, ან - ის. რამდენჯერმე მითხრა, რომ პოლიტიკურად რაღაც ქმედებას აპირებდა და ნამდვილად ვერ ვაკადრებდი მეთქვა, რომ იცი რა ანა, შეიძლება ამას კუდები მოებას, ისედაცსახელმწიფო გადატრიალებას მაბრალებენ და იქნებ მოვერიდოთ. ნამდვილად არ მითქვამს ეს, რადგან ეს იქნებოდა ჩემი პოლიტიკური კომფორტის შეწირვა ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლებისადმი და ეს არასწორი იქნებოდა. მე მიხარია, რომ ჩემი ქალიშვილი ჩემგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.