დღეიდან "ბანკი რესპუბლიკის" სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა შეზღუდვები აქვს "თიბისი ბანკს" 6 და 7 მაისს? - Palitra News

დღეიდან "ბანკი რესპუბლიკის" სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა შეზღუდვები აქვს "თიბისი ბანკს" 6 და 7 მაისს?

2017-05-05 12:02:21+04:00

თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანებასთან დაკავშირებით, დღეიდან ბანკი რესპუბლიკის სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ასევე დღეიდან შეჩერდება რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვები.

გარდა ამისა, თიბისი ბანკის ინფორმაციით, 6 და 7 მაისს, დროებით შეიზღუდება და არ იმუშავებს თიბისი ბანკის ფილიალები, სერვის-ცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და ესემეს სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.

8 მაისიდან, თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება, ბანკი რესპუბლიკის კლიენტები თიბისი ბანკის ბაზაში დაინტეგრირდებიან და შეუფერხებლად შეძლებენ მომსახურების მიღებას.