"ცენტრ პოინტის" სამეთვაუყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილის ინფორმაციით, დაახლოებით ათ დღეში დაიდება ხელშეკრულება, რომლზეც დამოკიდებულია საპროცესო შეთანხმების პირობები, რომელიც რჩეულიშვილებმა პროკურატურას უნდა შესთავაზონ. როგორც გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, ისინი ელოდენიან ერთი ბიზნესმენის საქართველოში დაბრუნებას, რომელიც ”ცენტრ პოინტის” ქონებას შეიძენს, მიღებული თანხით კი იგეგმება რამდენიმე ობიექტის დასრულება.