თუ ტანსაცმლის შერჩევას სახლიდან გასვლის წინ დიდ დროს უთმობთ, ეს გამოგონება თქვენთვისაა - რჩევებს ახალი მოწყობილობა მოგცემთ - Palitra News

თუ ტანსაცმლის შერჩევას სახლიდან გასვლის წინ დიდ დროს უთმობთ, ეს გამოგონება თქვენთვისაა - რჩევებს ახალი მოწყობილობა მოგცემთ

2017-05-03 15:01:48+04:00

ადამიანები ყოველდღიურად რამდენიმე წუთს მაინც უთმობენ იმაზე ფიქრს, თუ რა ჩაიცვან დღეს ან როგორ გამოიყურებიან შერჩეულ ტანისამოსში. ხასიათიდან გამომდინარე ფიქრის პროცესი ან ხანგრძლივი და დამღლელია, ან პირიქით.მათთვის, ვინც საკუთარ თავში ხშირად ან იშვიათად დაეჭვებულია და მეორე ადამიანის აზრი სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია Amazon-მა ჭკვიანი ტექნიკა შექმნა. მისი სახელწოდებაა Echo Look. ეს არის smart-ტექნოლოგია, რომელიც აანალიზებს მიღებულ მონაცემებს და შემდეგ პასუხობს მის მფლობელს, უხდება თუ არ უხდება ის ტანსაცმელი, რომელიც აცვია.

მოწყობილობა კამერითაა აღჭურვილი, რომლითაც მფლობელს თავიდან ფეხამდე უღებს სრულ ფოტოს. ფოტოს პროგრამა Alexa-ს დახმარებით აანალიზებს.