მძღოლებს ავტომობილების ტექდათვალიერებისას პირველ ეტაპზე, მხოლოდ რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოეთხოვებათ.როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ეს ის ფაქტორები იქნება, რომელთა მოწესრიგება მინიმუმ აუცილებელია იმისთვის, რომ როგორც მძღოლთა, ისე მგზავრთა და ქვეითთა სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. საქართველოში ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო უკვე რამდენიმე წელია აღარ არის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ავტომობილის სავალდებულო პერიოდული ტესტირების აღდგენას გეგმავს, რაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შესაძლოა 2018 წლიდან მოხდეს.