საპარლამენტო ყულაბის ბუღალტერია გაიშიფრა: 5 მილიონიანი პრემია-დანამატები 4 თვეში საკანონმდებლო ორგანოში - Palitra News

საპარლამენტო ყულაბის ბუღალტერია გაიშიფრა: 5 მილიონიანი პრემია-დანამატები 4 თვეში საკანონმდებლო ორგანოში

2017-05-01 11:35:46+04:00

მთავრობის მიერ ხარჯების შესამცირებლად გამოცხადებუ­ლი საყოველთაო ოპტიმიზაციისა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკის პარალელურად, ბიუჯეტის ხარჯზე პრემია­-დანამატების გაცემა კვლავ გრძელდება. "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოსა" და მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" კვლევის საგანი ამჯერად საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლებისთვის გაცემული­ სარგო, პრემია-დანამატები და საწვავის ხარჯები გახდა. საინტერესოა, რომ ხელფასის გარდა, გასულ ოთხ თვეში პრემია-დანამატი სხვადასხვა რაოდენობით უკლებლივ ყველა პარლამენტარმა აიღო.