შემეცნებითი გლობუსი, რომელიც ბავშვებს გეოგრაფიის მარტივად შეასწავლის - Palitra News

შემეცნებითი გლობუსი, რომელიც ბავშვებს გეოგრაფიის მარტივად შეასწავლის

2017-04-28 16:32:50+04:00

ინდოელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ინოვაციური და სახალისო გზა, რომელიც ბავშვებს გეოგრაფიის მარტივად სწავლაში დაეხმარება. Orboot ეს არის საბავშვო გლობუსი, რომელიც პატარებს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის უკეთ წარმოდგენაში და აღქმაში ეხმარება. ბავშვებს გლობუსის დასკანრება შეუძლიათ სმარტფონის ან პლანშეტის მეშვეობით. სპეციალური აპლიკაცია კი 3D მოდელის სახით აცნობს პატარებს თითოეულ კონტინეტს, მის ქვეყნებეს თავიანთი კულტურით, ბუნებით, ბინადრებითა და ღირსშესანიშნაობებით. აპლიკაციას მოყვება ხმოვანი ისტორიებიც, რომელიც ბავშვებს უყვება პატარა ისტრიებს და აწვდის ძირითად ინფორმაციას ამა თუ იმ ადგილის შესახებ. პატარები შეძლებენ ვირტუალურად იმოგზაურონ სამყაროს სხვადასხვა წერტილში და ინოვაციური გზით შეისწავლონ მსოფლიოს რუკა. იდეის ავტორების თქმით, სახალისო შემეცნებითი გლობუსის მეშვეობით ბავშვები თამაშ-თამაშით ადვილად და მალე ისწავლიან გეოგრაფიას.