ბაყაყი გრიპის ვირუსისგან დაგიცავთ - Palitra News

ბაყაყი გრიპის ვირუსისგან დაგიცავთ

2017-04-26 15:58:35+04:00

"ბაყაყის ლორწოს გრიპის ვირუსისგან დაცვა შეუძლია", - აცხადებენ ემორის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერები ინდოელ კოლეგებთან ერთად. მათი დასკვნები ჟუნრალ "Immunity"-ში გამოქვეყნდა.საუბარია ბაყაყის ერთ-ერთ სახეობაზე - Hydrophylax bahuvistara, რომელიც ინდოეთში ბინადრობს. მათი ლორწო შეიცავს დამცავ პეპტიდ ურუმინს, რომელიც კლავს ვირუსის ბაქტერიებსა და ვირუსს, მათ შორის H1-სა და სხვ.მეცნიერების აზრით, ამ ბაყაყების ლორწო მომავალში შეიძლება, ადამიანების ანტიმიკრობული პრეპარატისთვის გამოიყენონ.