"ვიზეარი" ქუთაისიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 18 ივნისიდან დაიწყებს - Palitra News

"ვიზეარი" ქუთაისიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 18 ივნისიდან დაიწყებს

2017-04-24 15:03:58+04:00

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებიდან ექვს თვეში ავიაკომპანია “ვიზეარი” 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. "ამის შესახებ საქართველოში მყოფმა "ვიზეარის" პრეზიდენტმა ჯოზეფ ბარადიმ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჯოზეფ ბარადის ინფორმაციით, 2017 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, ავიაკომპანიამ 200%-იანი ზრდა დააფიქსირა 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. მთლიანობაში 2016 წელს საქართველოში 168 ათასზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა "ვიზეარის" მომსახურებით.