ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა - Palitra News

ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა

2017-04-22 17:25:55+04:00

ძლიერი ქარის გამო რუსთავს გარკვეული ზიანი უკვე მიადგა. ქალაქის სხვადსხვა მისამართზე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელბინებს სახურავები გადახადა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა დავით გარეჯის, ბათუმის, ჯავახიშვილის, ახმეტელისა და პირველი მაისის ქუჩებს. წაქცეულია ხეებიც. ძლიერი ქარის გამო დაზიანდა რუსთავის ფოლადის სტადიონის ტრიბუნის სახურავი.