"თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერს" "სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია" შეუერთდა. კომპანიამ სპეციალურად პროგრამის მონაწილეებისთვის სტარტაპ-ენერჯი ბარათი შექმა. სტარტაპ ენერჯი ბარათი იმ სტარტაპერებს გადაეცემათ, რომლებიც თიბისი ბანკის სტარტაპ სესხით ისარგებლებენ. ბარათის საშუალებით ისინი ერთ ლიტრ საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებენ. სტარტაპ ენერჯი ბარათის გამოყენება საქართველოს მასშტაბიტ მდებარე ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე იქნება შესაძლებელი.