ვეტერანებისთვის ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებას დაექვემდებარა. 2013 წლის პირველი სექტემბრის შემდგომ ვეტერანთა გარკვეულ ნაწილს საყოფაცხოვრებო სუბსიდია ზედმეტად ერიცხებოდა, რასაც ახლდა ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოებების მიმდინარეობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის უკან დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული პროცესი მძიმე ტვირთად დააწვა ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს. 2017 წლის 13 აპრილს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებულად იქნა მიჩნეული და დაბრუნებას აღარ ექვემდებარება.