ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 38 მილიონ 520 ათასი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.8 %-ით, მაქსიმალური 10.7%-ით განისაზღვრა.