მსუბუქი ავტომობილების იმპორტის წილი მთლიან იმპორტში შემცირდა - Palitra News

მსუბუქი ავტომობილების იმპორტის წილი მთლიან იმპორტში შემცირდა

2017-04-20 15:29:44+04:00

2017 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 105 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როცა 2016 წლის იანვარ-მარტში იმპორტმა 101 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აღნიშნული პროდუქციის წილი მთელ იმპორტში 6.2% იყო. მაშინ როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 6.8% იყო.

2017 წლის იანვრიდან "საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.