ძლიერი ქარი ბათუმში: დაზიანებული სახლები, ავტომობილები, წაქცეული ხეები - Palitra News

ძლიერი ქარი ბათუმში: დაზიანებული სახლები, ავტომობილები, წაქცეული ხეები

2017-04-19 10:10:14+04:00

ბათუმში ძლიერმა ქარმა დევნილების საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელიც ეზოში გაჩერებულ მანქანებს დაეცა. დაზიანებულია 5 ავტომობილი. შემტხვევა ბენზეს დასახლებაში მოხდა. მანქანების მფლობელები ზარალზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. ქალაქის სხვა უბნებში კი ქარმა ხეები. დააზიანა ავტობუსის გაჩერება და მშენებარე კორპუსების უსაფრთხოების ღობეები.