პატრიარქის დაცვის 3 წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს - რა ინფორმაცია აქვს სოსო ოხანაშვილს? - Palitra News

პატრიარქის დაცვის 3 წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს - რა ინფორმაცია აქვს სოსო ოხანაშვილს?

2017-04-19 10:03:40+04:00

პატრიარქის დაცვის 3 წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განუცხადა. ოხანაშვილისთვის უცნობია, რა მიზეზით გაუშვეს ისინი სამსახურიდან. "სამი ადამიანია სამსახურიდან გათავისუფლებული, მაგრამ არ ვიცი რა მიზეზით გაუშვეს, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა."ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადამოწმებას საპატრიარქოში ცდილობს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.