"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ყოფილ დეპუტატს ვახტანგ რჩეულიშვილს ხვალ, ვერაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ. როგორც ოჯახის ახლობელმა ნინო დარასელმა განაცხადა, გარდაცვლილის პანაშვიდი არმაზში მიმდინარეობს. არმაზიდან ვახტანგ რჩეულიშვილს ხვალ ვერაზე წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც 15:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ვახტანგ რჩეულიშვილი 13 აპრილს გარდაიცვალა.