კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ჯამური შემოსავალი თვეში ხუთჯერ აღემატება დასახელებულ 400 ლარს. როგორც მიხეილ გიორგაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან წუხს, რომ კონკრეტულ ადამიანზე უწევს დღეს საუბარი, მაგრამ მიიჩნევს, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი და ამიტომ გადაწყვიტა ეპასუხა ბრალდებებზე. მისივე განმარტებით, მარჯანიშვილის თეატრი, თუმანიშვილის თეატრი და "პირველი არხი", ეს არის ის უწყებები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და შესაბამისად, აქედან აქვს საბიუჯეტო ანაზღაურება ზურაბ ყიფშიძეს.