მსახიობ გივი ბერიკაშვილს დღეს, 15:00 საათზე საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. გარდაცვლილს დღეს დილით მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 12:00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.