დორტმუნდში მომხდარი აფეთქების ადგილზე პოლიციამ წერილი აღმოაჩინა. გამოცემა გარდიანის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობას წერილის ავტორები იღებენ. საფეხბურთო კლუბ ბორუსიის ავტობუსის მახლობლად, სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. დაშავდა კლუბის ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის "ბორუსია" ფრანგულ მონაკოს შეხვედროდა. თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, თამაში აფეთქების გამო გადაიდო.