მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხუთშაბათს, 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსახიობის პანაშვიდი გაიმართება: 11-12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე თამარაშვილის ქ. N.17/ა. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც მსახიობს გამოასვენებენ. გამოსვენების დრო და ადგილი, სადაც მსახიობს დაკრძალავენ, ჯერ დაზუსტებული არ არის. თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღე ის კლინიკა მედიქლაბის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნქვის აპარატზე იყო შეერთებული.
იხილეთ:
გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა გივი ბერიკაშვილი თეატრსა და კინოში - 2 ფრაგმენტი მსახიობის შემოქმედებიდან