"ლიკანისა" და "ბორჯომის" კუსტარულად დამზადის ფაქტზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების, "ბორჯომისა" და "ლიკანის" ფალსიფიკაციას.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის მუხლის 197-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.