რა ხდებოდა სასამართლოში მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ - Palitra News

რა ხდებოდა სასამართლოში მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ

2017-03-31 12:17:05+04:00

"ცენტრ პოინტის" საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ გამოაცხადა. სასამართლომ „ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.

იხილეთ:

რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენის გამოცხადებისას და შვილის დამშვიდობება - კადრები სასამართლოდან

ატირებული ლელა კილაძე, განაჩენის გამოცხადების შემდეგ - რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

რას აცხადებს პროკურორი, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის განაჩენზე ნინო დარასელის კომენტარი, დედის დაკავების შემდეგ