გაერთიანებულ სამეფოში, კოქტეილის ერთ-ერთი ბარის მეპატრონემ ფიზიკის კანონებს მიმართა, რათა კლიენტები იძულებული გახადოს, სოციალურ მედიაში ხეტიალის სანაცვლოდ, რეალურად ისაუბრონ ერთმანეთში. სტივ ტაილერმა, რომელიც აღმოსავლეთ სასექსში ბარ Gin Tub-ს ფლობს, შენობის გარშემო ფარადეის გალია ააგო, რათა მობილური ტელეფონების სიგნალის შეღწევა დაებლოკა.