სასამართლო ფონიჭალაში მოკლული დედისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს. პროცესზე მოკლულის მეუღლე დაიკითხა. საქმეზე ბრალდებულია, გიორგი ხაბელაშვილი რომელიც, როგორც მოწმის ჩვენებით ირკვევა, მათ ოჯახთან ახლობლობდა. მოკლულის მეუღლემ ოთარ მამფორიამ განაცხადა, რომ გიორგი ხაბელაშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას და მის ძმას ურთიერთობა დაეძაბათ, რადგან ის აზარტული თამაშებით იყო გატაცებული. პროკურორის კითხვაზე, იცოდა თუ არა ხაბელაშვილმა რომ მამფორია ოჯახში თანხას ინახავდა, რომელსაც ბინის შესაძენად აგროვებდა, მოწმემ განაცხადა, რომ ხაბელაშვილმაც და მისმა ახლობლებმაც იცოდნენ ამის შესახებ. რაც შეეხება გასული წლის თებერვალში მკვლელობის დღეს, მოწმემ განაცხადა, რომ მას ახლობლებმა დაურეკეს რომ სახლი იწვოდა. მოკლულის მეუღლემ პროცესზე დაკითხვის შეწყვეტა მოითხოვა რადგან ის მისი 3 წლის შვილზე საუბრისას შეუძლოდ გახდა.