პატრიარქის, სასულიერო პირებისა და მრევლის ისტორიული ფოტო სვეტიცხოვლის ეზოში, ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილეზე - Palitra News

პატრიარქის, სასულიერო პირებისა და მრევლის ისტორიული ფოტო სვეტიცხოვლის ეზოში, ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილეზე

2017-03-25 17:18:08+04:00

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ისტორიული ფოტო გადაიღო. წირვის დასრულების შემდეგ, ტაძარში შეკრებილებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გააცნეს, რომ უწმინდესს სურდა, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად სვეტიცხოვლის ეზოში ფოტო გადაეღოთ, როგორც ეს მოხდა 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.