ქალაქი ყველაზე შთამბეჭდავი კორიდათი და ცეცხოვანი ფლამენგოთი - სევილია ტურისტების ტოპ მიმართულება და დღესასწაულების ადგილია - Palitra News

ქალაქი ყველაზე შთამბეჭდავი კორიდათი და ცეცხოვანი ფლამენგოთი - სევილია ტურისტების ტოპ მიმართულება და დღესასწაულების ადგილია

2017-03-25 15:46:59+04:00

ანდალუსიის დედაქალაქი სევილია თავისებური, მრავალფეროვანი და ლამაზი ქალაქია, ყველაზე შთამბეჭდავი კორიდათი და ყველაზე ცეცხოვანი ფლამენგოთი. ის როგორც არც ერთი სხვა ქალაი გამოხატავს ესპანური ხასიათის თავისებურებებს. სევილია გაუთავებელი დღესასწაულების ადგილია. რომაული იმპერიის დროს, ვაჭრობის წყალობით სევილია აყვავდა და ეს განვითარება მუსლიმანურმა განვითარებამ ვერ შეარყია. 19 საუკუნეშ ქალაქმა მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. თავისი არქიტექტურისა და კულტურის წყალობით. სევილიაში გაჩერება აუცილებელი პუნქტი გახდა დიდგვაროვნებისთვის, რომლებიც ევროპულ გრანდტურებს აწყობდნენ. მას შემდეგ აქ ტურისტურმა ინდუსტრიამ განვითარება დაიწყო და ამაჟამად, ქალაქი ტურისტების ტოპ მიმართულებად იქცა.