"ცრემლები ვერ შევიკავე" - საზოგადოებრივ მაუწყებლს ეკა მიშველაძისთვის 30 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა - Palitra News

"ცრემლები ვერ შევიკავე" - საზოგადოებრივ მაუწყებლს ეკა მიშველაძისთვის 30 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

2017-03-24 13:21:55+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა. როგორც მიშველაძემ განაცხადა სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დააკისრა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა. მიშველაძის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები იცავდნენ.