საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ომალოში კვირაში ერთხელ ფრენები განხორციელდება. პრემიერმა ფინანსთა მინისტრს იდეის განხორციელებისთვის სახსრების მოძიება, შს მინისტრს კი მისი განხორციელება დაავალა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოსახლეობის საჭიროებისთვის ვერტმფრენით სარგებლობის მითითება მისცა.