საკრებულოს წევრის, თბილისის ყოფილი ვიცე-მერის მამუკა ახვლედიანის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში პროექტ ”ძველი თბილისის ახალ სიცოცხლის” საკითხზე დაკითხეს.როგორც მამუკა ახვლედიანმა დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული პროგრამა ყველაზე მეტად წარმატებული იყო, რაც თბილისის მერიამ 2009-2011 წლებში განახორციელა.მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დაკითხვაზე საგამოძიებო უწყებაში ამ კვირაში უკვე ორჯერ იმყოფებოდა.