პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. ფარულ მოსმენებზე პასუხისმგებელი ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს პრემიერ-მინისტრისადმი დაქვემდებარების არგუმენტს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტი პირველადი, პარლამენტის მიერ მიღებული სახით უნდა დარჩეს.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები "ძალიან ყურადღებით იქნა განხილული".