ვულკან "ეტნას" ამოფრქვევისას 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის "ბი-ბი-სი"-ის გადამღები ჯგუფი - ზოგს ცხელი ქვები მოხვდა, ზოგმა დამწვრობა მიიღო - Palitra News

ვულკან "ეტნას" ამოფრქვევისას 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის "ბი-ბი-სი"-ის გადამღები ჯგუფი - ზოგს ცხელი ქვები მოხვდა, ზოგმა დამწვრობა მიიღო

2017-03-17 10:41:25+04:00

სიცილიაზე ვულკან "ეტნას" ამოფრქვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-ის გადამღები ჯგუფის წევრები და ტურისტები. ვულკანის ძლიერი ამოფრქვევისას ზოგიერთს ცხელი ქვები მოხვდა, ზოგმა კი დამწვრობა მიიღო."ბევრი დაშავდა, ზოგმა თავის ტრავმა მიიღო, ზოგს დამწვრობა აღენიშნება", - დაწერა "ტვიტერის გვერდზე "ბი-ბი-სის" რეპორტიორმა რებეკა მორელიმ.