ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას, - ამის შესახებ ნათქვამია ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს წერილში, რომლითაც მეუფე პეტრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და 9 მარტს გამართული სინოდის სხდომის მდივანს მიტროპოლიტ შიოს მიმართავს.
მიტროპოლიტი პეტრე 9 მარტის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებას წერილით პასუხობს და აცხადებს, რომ მისთვის სინოდის სხდომის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მეუფე პეტრე წერილში ასევე უარყოფს მის მიმართ წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით წაყენებულ ბრალდებებს, კერძოდ, საეკლესიო კანონების მუხლების მოშველიებით.
მისივე თქმით, არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად მიესალმება რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში, მაგრამ დიდ უსამართლობად მიიჩნევს, ეს ყველაფერი მისით დასრულდეს.