სახალხო დამცველის აპარატი - პირველადი მოკვლევის შედეგებით, ბათუმში აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს - Palitra News

სახალხო დამცველის აპარატი - პირველადი მოკვლევის შედეგებით, ბათუმში აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს

2017-03-14 13:19:48+04:00

პირველადი მოკვლევის შედეგებით, ბათუმში აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ განუცხადა. როგორც ციალა ქათამიძემ ცოტა ხნის წინ, ბათუმში აღნიშნა, სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაკავებულებთან შეხვედრებს განაგრძობენ. 11-12 მარტს, ბათუმში აჭარის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის პოლიციის ავტომობილები დაწვეს, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.