გუდაურში ხის კონტეინერებისგან დამზადებული სასტუმრო აშენდა - Palitra News

გუდაურში ხის კონტეინერებისგან დამზადებული სასტუმრო აშენდა

2017-03-13 12:47:24+04:00

გუდაურში კონტეინერების ფორმის სასტუმრო კვადრუმის მშენებლობა დასრულდა. სასტუმროს მშენებლობა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო. შენობას კონტეინერის ფორმა აქვს, ძირითად მასალად კი ნატურალური ხეა გამოყენებული. კვადრუმი დაახლოებით 30 ადამიანს მოემსახურება. რაც შეეხება ნომრებს, სასტუმრო 14 სხვადასხვა ნომრისგან შედგება. მათ შორის როგორც ეკონომკლასის, ასევე ლუქსის ტიპის ნომრებისგან.