ზეთი - ადამიანის ყოველდღიური რაციონის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია სადილის მომზადება. მას ძირითადად ვიყენებთ პროდუქტების შესაწვავად და სალათებშიც. ალბათ არასდროს გიფიქრიათ, რომ ზეთის არასწორმა გამოყენებამ, შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას. უხარისხო ზეთი კი არამხოლოდ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ის შეიძლება მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს. რა უნდა ვიცოდეთ ზეთის შესახებ, რომელი ზეთია უმჯობესი და როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი მცენარეული ზეთი, ფალსიფიცირებულისგან? ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა აუცილებელია.