გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი თბილისში 28 ივლისს გადაწყდება - Palitra News

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი თბილისში 28 ივლისს გადაწყდება

2017-03-10 13:26:45+04:00

სემეკმა ყასტრანსგაზთბილისისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომისიაში წინანდადებების წარდგენის ბოლო ვადად 6 აპრილი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების საბოლოო თარიღად 24 ივლისი დასახელდა. სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვისაც. მარეგულირებელმა კომისიამ, ამ შემთხვევაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფის განსაზღვრის ბოლო დღედ 28 ივლისი დაასახელა. ყასტრანსგაზთბილისში ბუნებრივი აირის ღირებულების მოსალოდნელ ზრდაზე არ საუბრობენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები ტარიფებში აისახება.