"სამართალდამცველებმა გიორგი მამალაძე კი არ დააკავეს, გაიტაცეს" - დეკანოზის ადვოკატი გადაცდომებზე - Palitra News

"სამართალდამცველებმა გიორგი მამალაძე კი არ დააკავეს, გაიტაცეს" - დეკანოზის ადვოკატი გადაცდომებზე

2017-03-06 15:14:54+04:00

შეიძლება ითქვას, რომ მამა გიორგი მამალაძე მოიტაცეს და არა დააკავეს, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რამიშვილმა იმ პროცესუალურ დარღვევებზე ისაუბრა, რომელსაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების დროს ჰქონდა ადგილი. რამიშვილის თქმით, როდესაც დეკანოზი დააკავეს, დაკავების ადგილზე არ შემდგარა შესაბამისი ოქმი, რაც კანონის დარღვევაა.

იხილეთ:

დააკავეს თუ არა მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის? - დეკანოზის ჩვენების ნაწილს "კვირის პალიტრა" აქვეყნებს

იარაღი, რომელიც მამა გიორგის ბინიდან ამოიღეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის - დეკანოზის ადვოკატი