"მათე მოტორსის" მფლობელი თავს უდანაშულოდ მიიჩნევს - გელა ბარკალაიას დღეს სავარაუდოდ ადვოკატი მოინახულებს - Palitra News

"მათე მოტორსის" მფლობელი თავს უდანაშულოდ მიიჩნევს - გელა ბარკალაიას დღეს სავარაუდოდ ადვოკატი მოინახულებს

2017-03-06 10:12:23+04:00

გელა ბარკალაიას დღეს სავარაუდოდ ადვოკატი მოინახულებს. "მათე მოტორსის" მფლობელი გლდანში მე-8 საპყრობილეშია მოტავსებული. ხმაურიანი ბრალდებით ბიზნესმენი 2 დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მათგანი ადამიანის მძევლად აყვანას, მეორე კი პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით გელა ბარკალაია თავს უდანაშულოდ მიიჩნევს.

იხილეთ:

წამება-მუქარა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით შანტაჟი - "მათე მოტორსის" მფლობელს ქალი უჩივის?