პროდუქტი, რომელსაც თითქმის ყველა ყოველდღიურად ვიღებთ. ის საუზმის, სადილის, ვახშამის განუყოფელი ნაწილია. აუცილებელია თუ არა პური ჩვენი ორგანიზმისთვის? რომელი პურის სახეობაა საუკეთესო? რა საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს გემრიელი, მაგრამ უამრავი დანამატებით გაჯერებული პური ჩვენი ჯანმრთელობისთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ პურის ყიდვის დროს? პურის წარმოშობის ისტორია ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან იწყება.პირველი პური მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ პურისგან, რომელსაც დღეს ჩვენ მივირთმევთ. დღეს უკვე პურის უამრავი სახეობა და მომზადების წესი არსებოს. საფუარიანი და საფუარის გარეშე, თეთრი, შავი, რუხი, ჭვავის, ქატოს, და ა.შ.