სენაკში გაუჩინარებულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ - დაკავებულია ბავშვის მეზობელი - Palitra News

სენაკში გაუჩინარებულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ - დაკავებულია ბავშვის მეზობელი

2017-03-01 11:07:50+04:00

სენაკში, ერთი კვირის წინ დაკარგულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. უწყების განმარტებით, ამ დროს მდინარესთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. მის წინააღმდეგ საქმე ბავშვის დაუხმარებლობის მუხლითაა აღძრული. დაკავებული 8 წლის ბიჭის მეზობელია. ბავშვი 23 თებერვალს გაუჩინარდა. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ნიკა გაბეჩავა ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.

იხილეთ:"მამა ვარ და ვერსია მაინტერესებს, ბაშვი ხომ უნდა მომიძებნონ" - სენაკში მესამე დღეა 8 წლის ბიჭს ეძებენ