"ჯი პი აი ჰოლდინგი" 300 ადამიანს დაასაქმებს - Palitra News

"ჯი პი აი ჰოლდინგი" 300 ადამიანს დაასაქმებს

2017-02-27 14:46:39+04:00

სადაზღვეო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი" დასაქმების პროგრამის ფარგლებში 300 ადამიანის დაასაქმებას გეგმავს. სადაზღვეო კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას სთავაზობს. დასაქმების ფორუმი ექსპოჯორჯიაში ორი დღე გაგრძელდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკისა და სამუშაო გამოცდილებისა სამსახურის მაძიებელმა ადამიანებმა მიიღეს.