ერთჯერადი და პლასტმასის ჭურჭელი - ჭიქები, თეფშები, კონტეინერები, დანა-ჩანგალი, კოვზები, დასაჭრელი დაფები და ყველაზე მნიშვნელოვანი საბავშვო ბოთლები, ერთი შეხედვით უწყინარი ნივთები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, შეიძლება არამარტო დაავადებების გამომწვევი აღმოჩნდეს. უხარისხო ჭურჭელი მომაკვდინებელია.პლასტმასის ჭურჭელი, იაფი და მოსახერხებელია. ის არ ტყდება, მსუბუქია და ერთჯერადი ჭურჭლის შემთხვევაში, მას არ ჭირდება გარეცხვა და ზედმეტი შრომა. ნივთები, რომლებიც ერთი შეხედვით ცხოვრებას გიმარტივებთ, შეიძლება მეტად სახიფათო აღმოჩნდეს თქვენთვის. რომელი პლასტმასის ჭურჭელი არ არის საზიანო? რა უნდა ვიცოდეთ ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებისას? უნდა ვსვამდეთ თუ არა სითხეებს პლასტმასის ბოთლებიდან? როგორი ჭიქით არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელის დალევა, რომელია ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში პლასტმასი, რომელიც უამრავ გართულებას, უშვილობას, ცეროზს და ვებრ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას იწვევს. ამ კითხვებზე პასუხები არსებობს, რომელთა არცოდნაც აკრძალულია.