ამბიციურ პროექტი დუბაიში: არაორდინალური დიზაინის პირველი მომავლის მუზეუმი - Palitra News

ამბიციურ პროექტი დუბაიში: არაორდინალური დიზაინის პირველი მომავლის მუზეუმი

2017-02-22 12:50:18+04:00

2018 წლის დეკემბერში დუბაიში პირველი მომავლის მუზეუმი გაიხსნება. თავისი არაორდინალური დიზაინისა და ფორმის გარდა, როგორც ამბობენ, ეს იქნება მსოფლიოს თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება არამარტო უახლესი ტექნოლოგიები და მსოფლიოს გამორჩეული ინოვაციები, არამედ საფუძველი ჩაეყრება ასევე ახალ გამოგონებებს. ამ ამბიციურ პროექტს საფუძველი 2015 წლის მარტში ჩაეყარა და მისი სლოგანია „დაინახე მომავალი, შექმენი მომავალი“. იდეის ავტორების თქმით, მომავლის მუზეუმი ერთად მოუყრის თავსმსოფლიოს წამყავნ მეცნიერებს, ინჟინრებს,გამომგონებლებსა და დიზაინერებს , რომლებიც ჩაატარებენ ცდებს და ერთობლივად იმუშავებენ ახალ იდეებზე.