ერთ კვირაში პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას დაიწყებს. კანონპროექტი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიღებას ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევს რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელი. ქეთი კვაჭაძეს თვლის, რომ ბარ-რესტორნებში სიგარეტის მოწევის აკრძალვა, მომხმარებლების რაოდენობას შეამცირებს.თავად რესტორნების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სპეციალური სივრცის გამოყოფა, ან გამწოვი სისტემის დამონტაჟება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად დახურულ სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვას უჭერენ მხარს.