გერმანელი და ქართველი ექიმების კომენტარები პატრიარქის ოპერაციის დასრულების შემდეგ - Palitra News

გერმანელი და ქართველი ექიმების კომენტარები პატრიარქის ოპერაციის დასრულების შემდეგ

2017-02-13 15:18:55+04:00

ბერლინში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. ჰელიოს ბუჰის კლინიკის წარმომადგენლებისა და უწმინდესის პირადი ექიმის თქმით ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მას ლაპარასკოპიული ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე გაუკეთდა. პატრიარქი ბერლინში 2 თებერვალიდან მკურნალობს. ქირურგიულ ჩარევამდე ილია მეორეს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. ოპერაციის მსვლელობისას ბერლინში მყოფმა სასულიერო პირებმა და წმინდა სინოდის წევრებმა პატრიარქის ჯანმრთელობის პარაკლისს გადაიხადეს.